18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ თუშეთში ხანძრის ჩაქრობას დღის ბოლომდე შეძლებენ

დილით ადრე განაახლეს მეხანძრე-მაშველებმა მუშაობა თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლმა დაახლოებით, 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე უკვე გაანადგურა. თუმცა, ღამით ხანძარი აღარ გავრცელებულა. ბოლო ინფორმაციით, ტყეში ხანძრის ნაწილი გუშინვე ლოკალიზებული იყო.

ადგილზე დაახლოებით 200-მდე ადამიანი იმუშავებს, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები და მოხალისეები. ადგილობრივი მოსახლეობა მათ დახმარებას ცდილობს. 

ადგილზე იმყოფება ვერტმფრენიც. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ხანძრის ჩაქრობას დღის ბოლომდე შეძლებენ.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები