საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში ელოდებიან, კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეკრებილები არიან სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, საზღვართან მობილიზებულები არიან უკრაინის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები. ადგილზე შეკრებილები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ.
თავად მიხეილ სააკაშვილი, ოჯახის წევრებთან, მომხრეებთან და ჟურნალისტებთან ერთად, პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით მიდის. ცოტა ხნის წინ მან, მის მხარდამჭერებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარი მატარებლით გადაკვეთოს, რათა შესაძლო ექსცესები თავიდან აიცილოს.
მატარებელი მცირე ხნით შეფერხებული იყო, რადგან უკრაინის ხელისუფლების დავალებით, იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი მატარებელს არ დატოვებდა, ის არ გაემგზავრებოდა. თუმცა, ნახევარ-საათიანი დაგვიანებით, მატარებელი მაინც გაემგზავრება.