ბრუკლინში NBA-ს 2019 წლის დრაფტი გაიმართა. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე პირველ წრეში მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია.
გოგა ბითაძეს, როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი ეკუთვნის. პირველ სეზონში $2,344,400.
გოგა ბითაძე მეექვსე ქართველია, ვინც NBA-ს დრაფტზე აირჩიეს ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და თორნიკე შენგელიას შემდეგ.