საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის ფარგლებში მესამე შეხვედრას გამართავს. ამჯერად ჩვენი გუნდი პრინციპულ მეტოქეს, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. სკოპიეში მომავალ მატჩს ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.
ჩვენი გუნდი "C ლიგის" მეოთხე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია. ამ დრომდე ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ, ორჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ კი გამარჯვება ბალკანელებმა მოიპოვეს. საქართველოს - ჩრდ.მაკედონიის რიგით მეოთხე დაპირისპირება 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.