14 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა, სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, "ერთა ლიგის" "C4 ჯგუფის" მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 0-3 გაიმარჯვა. მეტოქის კარის აღება ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა შეძლეს. 

საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლის გატანა მატჩის 52-ე წუთზე მოახერხა. დავით ხოჭოლავამ გამჭოლი გადაცემით ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოსთან ახლოს ბუდუ ზივზივაძეს მიაწოდა ბურთი. ზივზივაძეს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია და ანგარიში გაიხსნა. 

"ჯვაროსნებმა" მეორე გოლი მატჩის 62-ე წუთზე გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალური ოსტატობით მეტოქე დარკო ჩურლინოვს თავბრუ დაახვია, შორეული ზუსტი დარტყმით კი გატანა შეძლო და ჩვენი უპირატესობა 2-მდე გაზარდა.

ეროვნული ნაკრების მესამე გოლი 84-ე წუთზე გავიდა. ნიკა კვეკვესკირის მიერ ჩაწოდებული ჯარიმის გოლად გარდასახვა ოთარ კიტეიშვილმა შეძლო.

მე-3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით და 12 გატანილი გოლით ჯგუფის ლიდერია. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას 12 ივნისს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" გამართავს.

დღის ამბები