საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა მატჩის მიმდინარეობაზე და ბოლოდროინდელ აღმასვლაზე ისაუბრა.
სანიოლის თქმით, ნაკრების ფეხბურთელები ცდილობენ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ.
"რაც ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი არ შევცვალე, ვიცოდი, რომ ზოგიერთი მოთამაშე დაღლილი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, მოედანზე დამეტოვებინა. შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ მხოლოდ რამდენიმე დეტალის შეცვლა გვჭირდებოდა. ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი სამუშაო ჩაატარეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ, მაგრამ თუ პირველ ტაიმს გადავხედავთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. მეორე ტაიმში თამაშით ბევრად კმაყოფილი ვარ.
საქართველოში გასულ წელს თუ გადავხედავთ, აღმავლობა და ვარდნა იშვიათობა არ იყო. სექტემბერი დამღუპველი იყო ჩვენთვის, სამი მარცხი გვქონდა, ბევრმა ტრავმა მიიღო და ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში არ თამაშობდნენ.
ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. თუ მოთამაშეებს სურთ იყვნენ წარმატებულები, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარ თავს აჯობონ და იმ კლუბებში, სადაც ითამაშებენ, თავი გამოავლინონ.
მე ნაკრების მწვრთნელი ვარ და შემიძლია ტაქტიკის შერჩევა, მაგრამ დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამბიციურები ვართ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ცდილობენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ჩვენ ამის გვჯერა და მიმაჩნია, რომ შეგვიძლია," - განაცხადა სანიოლმა.