ტოტენჰემსა და ბრაიტონს შორის ივ ბისუმას შესახებ შეთანხმება მიღწეულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Twitter-ზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ტრანსფერის სრული ღირებულება 29 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ მალის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველით ლონდონის არსენალიც ინტერესდებოდა.