თორნიკე შენგელია იტალიის "სერია ა" -ს ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, პარკეტზე 30 წუთი გაატარა, მან საკუთარ გუნდს 15 ქულა შესძინა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. საბოლოოდ "ვირტუსმა" მილანი 84 - 78 დაამარცხა.
ფინალური სერიის მეექვსე მატჩი 18 ივნისს, მილანში გაიმართება.