საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული, თბილისის "ბასიანი" ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატზე, უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ქართული გუნდი ბაქოში საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულს ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება. "ბასიანი" ბაქოში 22 ივნისს გაემგზავრება.