FIFA-ს ეროვნული ნაკრებების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.
ერთა ლიგის მატჩებში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა 85-ე ადგილიდან 82-ზე გადაინაცვლა და გვინეისა და კიურასაოს ნაკრებები ჩამოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ნაკრების ისტორიული მაქსიმუმი FIFA-ს ცხრილში 42-ე ადგილია.