საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ორ დღეში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ მატჩს გამართავს. ქართველი კალათბურთელები რიგაში, უკრაინას შეხვდებიან. ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს ოპტიმალური, საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. უკრაინა-საქართველოს საკალათბურთო დაპირისპირება, 1 ივლისს 20 საათზე დაიწყება.
ლატვიიდან ეროვნული გუნდი სამშოლბლოში დაბრუნდება და 4 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები სპორტის ახალ სასახლეში ესპანეთის დამარცხებას შეეცდებიან.