ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბის, ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი, ხვიჩას "ნაპოლიში" ოფიციალურად გადასვლის საკითხს გამოეხმაურა. სლუცკის თქმით, რომელი კლუბიც არ უნდა აირჩიოს მან, იგი ხვიჩაზე მუდამ იღელვებს.
"რა თქმა უნდა მე ველოდი, რომ FIFA გაახანგრძლივებდა გადაწყვეტილებას, უცხოელი ფეხბურთელებისთვის რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბებთან კონტრაქტების შეჩერების ნებართვასთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს 1 წელიწადში დასრულდება.
ვესაუბრე თუ არა ხვიჩას მისი "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ? - ჩვენ მუდამ ვკონტაქტობთ. რაც შეეხება "ნაპოლის", ეს მისი არჩევანია. რომელი კლუბიც არ უნდა აირჩიოს, მე მასზე სულ ვიღელვებ. ჩვენ შევინარჩუნებთ თბილ, ადამიანურ ურთიერთობებს. რაც შეეხება თანხებს მის ტრანსფერზე, მას რჩებოდა კონტრაქტით გათვალისწინებული 1 წელიწადი. ხვიჩა 100%-ით გამოიყენებდა FIFA-ს ოფციებს. ამ უფლების არგამოყენება სისულელე იქნებოდა," - ამბობს ლეონიდ სლუცკი.