14 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბათუმის "დინამომ" ადგილობრივ "სლოვანთან" ფრედ 0-0 ითამაშა

ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" ადგილობრივ "სლოვანთან" ფრედ 0-0 ითამაშა. საქართველოს ჩემპიონს 42-ე წუთიდან ერთი კაცი აკლდა. მთავარმა არბიტრმა უხეში თამაშისთვის მოედნიდან კობახიძე გააძევა. მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა თუმცა ბათუმის დინამოს მეკარე უშეცდომოდ თამაშობდა.

თავის მხრივ ქართველ ფეხბურთელებსაც შეეძლოთ გატანა მაგრამ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში დინამოელები არადამაჯერებლად თამაშობდნენ. საბოლოოდ მატჩი ლოგიკურად დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ბათუმი არენაზე 13 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები