14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლიტვის დამარცხების შემდეგ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტი ლიტვა დაძაბულ ბრძოლაში 79:77 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კალათბურთელები გასახდელში შეიკრიბნენ, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ქართველ კალათბურთელებს დასვენება და მომავალი თამაშისთვის კონცენტრაცია ურჩია. ბერძენი მწვრთნელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგანაც მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, 2 სექტემბერს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

დღის ამბები