საკართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
"როგორ ჩანს, ეს დასასრულია. შესანიშნავი წლები გავატარე საქართველოს ნაკრებში და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და გვქონდა დიდებული გამარჯვებებიც. რა თქმა უნდა, იყო დამარცხებებიც, მაგრამ ყველაფერი გახლდათ პოზიტიური. ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ჩემი ქვეყნის ნაკრებს ისე ვერ დავეხმარე, როგორც საჭირო იყო. ჩვენ დავიწყეთ B დივიზიონიდან და ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე – ეს არის სრული სიგიჟე.
ჩვენ გავიზარდეთ ინდივიდუალურად და ასევე, როგორც გუნდი. მოხარული ვარ, რომ შევადგენდი ამ გუნდის ნაწილს. ვფიქრობ, შემიძლია წავიდე, რადგან ახალგაზრდა თაობას დავუთმო გზა. საქართველოს ნაკრებმა კი უნდა იბრძოლოს, უკეთეს შედეგებს რომ მიაღწიოს.
კარგი ზაფხული იყო, თუმცა არ დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და მასპინძელ ისრაელს. აქ საოცარი ამტოსფერო გახლდათ," - განაცხადა ფაჩულიამ
33 წლის კალათბურთელის კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა 4 ევრობასკეტზე იასპარეზა.
წყარო : მსოფლიო სპორტი