14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება - ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მიმართა

ზაზა ფაჩულიამ სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა. ფაჩულიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება.

მადლობა," - წერს ფაჩულია.

ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება ევრობასკეტის შემდეგ მიიღო. 33 წლის კალათბურთელი 17 წლის განმავლობაში იცავდა ნაკრების რირსებას.

დღის ამბები