20 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივარები დახვდნენ.

ილიას ზუროსის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა. ნაკრები ორი მოგებითა და სამი მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი კალათბურთელები უკვე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დაიწყებენ მზადებას.

დღის ამბები