საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ, სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. სანიკიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა და გულშემატკივრებს მიმართა.
"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია. მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.
კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი. დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის.
მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!,"- განაცხადა სანიკიძემ.
ვიქტორ სანიკიძემ ევრობასკეტი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ისრაელში ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი გამოკვეთილი ლიდერი დააკლდება.