14 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
საქართველოს სურვილი - 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენეტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა.

"ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს. მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო, ე.წ.  ბორდი შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია," - აღნიშნა მიხეილ გაბრიჩიძემ.

2021 წლის ევროპის ჩემიონატის სრულად მასპინძლობის სურვილი ესპანეთმა უკვე ოფიციალურად გამოთქვა, თუმცა ქვეჯგუფების 4 სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწიებამ გაბრიჩიძის აზრით გაამართლა და ფიბა სავარაუდოდ ამ ფორმატს არ შეცვლის. ქართულმა მხარემ მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ ფიბაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად  ყოველწლიური ფორმატის ნაცვლად 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

დღის ამბები