თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ დამარცხდა. ბასკონიას მეტოქე ვალანსია იყო. მატჩი სტუმრების სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 80-63 დასრულდა.
ბასკური გუნდის ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 31:48 წუთი გაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (26) მიხედვით, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ 22 ქულა 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.თანაგუნდელებისგან განსხვავებით შენგელია შესანიშნავ ფორმაშია. იგი ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს.
ბასკონიას კი ევროლიგაზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია და 3 ტურის შემდეგ ცხრილის ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება. ევროტურნირზე შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 27 ოქტომბერს გერმანული ბამბერგის წინააღმდეგ გამართავს.