17 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
ფრაქციას კანონი არ დაურღვევია - მაჭარაშვილი ბესელიას პასუხობს

"ქართული ოცნების" წევრები, საკუთარი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას ბრალდებას პასუხობენ, სადაც ის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს რეგლამენტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევაზე. 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტის არჩეული პირველი მოადგილის, გედევან ფოფხაძის უკან გაწვევის უფლებამოსილება ფრაქციას არ ჰქონდა. 

განმარტება ბესელიას ბრალდებებზე დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის თქმით, ფრაქციას კანონი არ დაურღვევია და ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა. მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ამის უფლებას ფრაქციის წევრებს რეგლამენტის 28-ე და 51-ე მუხლები აძლევს. 

დეპუტატი მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს და გამწვავებული ურთიერთობებისა და ურთიერთბრალდებების მიუხედავად ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური კრიზისი არ არის.  

„ფრაქცია ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ სხდომაზე დადგა სწორედ ეს საკითხი, რომ ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი, თავად ფრაქციამ გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში უვე იურიდიული კომიტეტიდან, სადაც ფრაქციას ჰქონდა თავისი კვოტა. ეს ლოგიკურია ბუნებრივია, რომ ფრაქციის კუთვნილი კვოტებია ამა თუ იმ კომიტეტში და თვითონ წყვეტს, სად რომელი წარადგინოს და საიდან რომელ წევრი გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ 51-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოხდა გადაწყვეტილების მიღება ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე და შესაბამისად, ბატონი გედევან ფოფხაძე ფრაქციამ გამოიწვია იურიდიული კომიტეტიდან. ეს იყო და ეს. არანაირი აქ დარღვევა არ მომხდარა, აბსოლუტურად ლეგიტიმაციაშია ეს გადაწყვეტილება. რეგლამენტის წესები არ იყო დაცული, როდესაც თავმჯდომარემ დაასახელა რამდენიმე კანდიდატურა. იმ სამი პუნქტის განმარტება მივეცი კომიტეტზე და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანო. ბუნებრივია, პარტია ქმნის ფრაქციას საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები