17 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
სუს-ის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები გრძელდება. კახეთის შემდეგ, ცვლილებები ამჯერად აჭარაში განხორციელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა. რას უკავშირდება საკადრო წმენდა არ კონკრეტდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებები ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

დღის ამბები