17 მაისი 2024,   08:18
ვრცლად
"თიბისი ბანკის" საქმე - საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს კერძო სექტორზე ზეწოლა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში “თიბისი ბანკს" მხარდაჭერას უცხადებს და მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს ბანკსა და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლა.

სავაჭრო პალატის განცხადებაში წერია, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ბიზნესის დიდი ნაწილი მოექცა სახელმწიფო სტრუქტურების ზეწოლის ქვეშ, მათ შორისაა “თიბისი ბანკიც."

მთავრობის ასეთი მოქმედებები კი უარყოფითად აისახება ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე.

განცხადება გააკეთა ბიზნესომბუდსმენმაც. ირაკლი ლექვინაძე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

“თიბისი ბანკს" კი სურვილის შემთხვევაში მის ხელთარსებული კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას სთავაზობს.

„თუ ბანკი ჩათვლის, რომ მის მიმართ რაღაც ეტაპზე ხორციელდება ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს მის უფლებებს მზად ვართ კონსულტაციის რეჟიმში ვიყოთ ბანკთან“-ამბობს ლექვინაძე. 

დღის ამბები