17 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი  2014 წლიდან, ქალაქ ნეპალის სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. ქურდობის ბრალდებით მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სამართალდამცველებმა ის ქალაქ ბარიში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, მან გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, თუმცა დაკავების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მოხდა. ამჟამად დაკავებული ქალაქ ბარის ციხეში იმყოფება.

დღის ამბები