18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს და ისტორიული ნაგებობა დააზიანა - ვაშაძე​

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ვაშაძე სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნულზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"პოლიციის კორდონით გადაადგილდებოდა ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს და მე მაქვს კადრები, თუ როგორ დააზიანეს ისტორიული და კულტურული ძეგლი ამ ადამიანებმა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით არის დანაშაული," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები