18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
პარლამენტის მორიგ პიკეტირებას ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს გეგმავს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს პარლამენტის პიკეტირება მოხდება.

აღნიშნული განცხადება ბოკერიამ "ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტში, შესაბამისად მოუწევთ სპეცრაზმის გამოყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომფორტულად ამას ვერ იზამენ. ან წინა ღამე გაათენონ პარლამენტში დეპუტატებმა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში იქნება აქციები და ბოლოს თბილისში დიდი აქცია გაიმართება," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ.

დღის ამბები