"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიას უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს უფრო გაამწვავებს.
სამადაშვილის შეფასებით, ივანიშვილს მისთვის რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
"გადაწყვეტილება, შეუჩერდეს თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც პირადად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ის დადგება ძალიან მძიმე არჩევნის წინაშე - ან შეუჩეროს უფლებამოსილება ნიკა მელიას და აიძულოს მისი უმრავლესობა, რომ ხელმეორედ მიიღონ უპრეცედენტოდ სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც მათ ერთხელ უკვე მიიღეს და ეს მხოლოდ გაამწვავებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს, ან მისცეს შესაძლებლობა ნიკა მელიას შეუფერხებლად გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.