პარლამენტის დამოუკდიებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილის მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებას უნდა დაელოდოს.
"ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ სანქციების გამოყენება არ არის სწორი. უფლებამოსილების შეჩერების მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს - ვალერი გელაშვილის და არ მგონია, რომ სწორი ყოფილიყო. პოლიტიკურად სამართლიანი იქნება, რომ საბოლოო განაჩენი დადგეს და პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს," - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.