20 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
პარლამენტში აკაკი ზოიძეს სავარაუდოდ პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს

უმრავლესობის დეპუტატს აკაკი ზოიძეს პარლამენტში, სავარაუდოდ, პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, აკაკი ზოიძის ადგილმონაცვლე პარლამენტში პაატა გოგოხიაა.

აკაკი ზოიძემ სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მიზეზად კი, პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე დაასახელა.

ზოიძე პარლამენტში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა. 

დღის ამბები