ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს პარლამენტში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი დაიკავებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ქართუ" ბანკის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.
ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა.