18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება - ზალკალიანის ვიზიტი საფრანგეთში 

ცხინვალის იზოლატორში ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშილის უკანონო დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტისას.

პარიზში, ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა. დავით ზალკალიანმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზეც.

"სამწუხაროა, რომ 11 წლის შემდეგაც ჩვენს პარტნიორებთან კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე. ვსაუბრობთ ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობაზე, რომელთა სიცოცხლე შეეწირა ამ უკანონო ოკუპაციას.

საოკუპაციო რეჟიმი არ მორიდებია ასევე ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასაც, რომლის გათავისუფლებასაც დღემდე ვცდილობთ.

მსგავსი გამოწვევების პირისპირ, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის პრინციპულ და ქმედით ნაბიჯებს," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები