"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა.
როგორც "კურიერს" "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განუცხადა, ბურჯანაძე მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და დეტალებზე ჩამოსვლის შემდეგ, თავად ისაუბრებს.
ბარამიძის თქმით, აღნიშნულ ვიზიტზე ინფორმირებულია გაერთიანებული ოპოზიციაც.