18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"ივანიშვილი არის ნადვილი "ბეზპრიძელშიკი," ყველაფერზე წამსვლელი, მას უნდა არეულობა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში მიმდინარე აქციებს და კონტრაქციებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი იძირება და სურს ჩაძიროს საქართველოც.

"ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. მე მახსენდება კარგად, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მეორე შეხვედრის დროს მითხრა, იცოდე ყველაფერზე წამსვლელი ვარო. მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. მახსოვს, პარტიის ოფისში მოვყევი ეს ამბავი და სხვათა შორის გიგი უგულავამ თქვა, გადაეცი, თუ ეგ ყველაფერზე წამსვლელია, ჩვენც ყველაფერზე წავალთო. მაშინ, სერიოზულად არ აღვიქვით, მაგრამ რუსულად რომ ვთქვათ, ეს კაცი არის ნადვილი "ბეზპრიძელშიკი" - ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ნამდვილად დავგვიანდით, ყველაფერი რაც შეიძლება ყოფილიყო ძალიან დრამატული და ტრაგიგული 2 წლის წინ, ახლა გამოიყურება როგორც ფარსი. სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ორი მხარე და არ არსებობს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. არსებობს ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა უკეთესად ცხოვრება. არ უნდა რომ ვიღაცა ქვეყნიდან აგდებდეს. რომელსაც უნდა რომ ქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში, რომელსაც უნდა ნორმალური დასაქმება. მეორეს მხრივ, არის ბოლომდე გაკოტრებული და შეშინებული ივანიშვილი, რომელსაც აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება,"-აცხადებს ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იძირება და გადაწყვიტა, ჩაძიროს საქართველოც. 

"ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. ჩვენ იმდენი წელი დაგვაკარგინა ამ არსებამ, რომ საერთოდ არა გვაქვს დასაკარგი დღე. ჩვენ ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება სიმშვიდე, მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები. ჩვენ ვართ ამაყი ერის, ამაყი შვილები,"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები