18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო - გიგლა ბარამიძე

გაერთიანებულმა ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო.

აღნიშნული ინფორმაცია "კურიერს" "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ დაუდასტურა.

"ყოველთვის საზოგადოებას ვეუბნებით წასვლის შესახებ, დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ შესათანხმებელიც არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. ჩვენთვის მთავარია ოპოზიციის ერთობა და ოპოზიციის კოორდინატორმა ამ ვიზიტის შესახებ იცოდა. მე როგორც ვიცი, ქალბატონ ნინოს ჰქონდა საუბარი არანებართვის თვალსაზრისით, არამედ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთანაც," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. ბარამიძის განცხადებითვე, ბურჯანაძე მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და დეტალებზე ჩამოსვლის შემდეგ, თავად ისაუბრებს.

დღის ამბები