18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"თუ მათ კვლავ უარი თქვეს, მაშინ ცვლილებები განხორციელდება ხალხის ძალით" - რომან გოცირიძე

ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ე.წ. გერმანული მოდელის პრინციპზეა აგებული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მმართველ გუნდს ამ ცვლილებაზე მსჯელობის დაწყებაზე უარის თქმის ყველა საბაბი ეცლება და თუ ხელისუფლება მაინც უარს იტყვის, ცვლილებები ხალხის ძალით განხორციელდება.

"ყველანაირი, როგორც სამართლებრივი ასევე მორალური საბაბი ეცლება "ქართული ოცნების" უმრავლესობას, რომ არ დაიწყოს მასზე მსჯელობა. ეს წავა ეუთოში და ოდირში, ამ დოკუმენტზე დასკვნის მიღების შემდეგ, თუ მათ კვლავ უარი თქვეს დაპირებულ ცვლილებებზე, მაშინ ეს ცვლილებები განხორციელდება ხალხის ძალით. არ უნდათ საპარლამენტო გზით სამართლიანი არჩევნების მიღება? მივაღებინებთ სამართლიან არჩევნებს ასევე კონსტიტუციური და კანონიერი გზით, არ შეწყდება საპროტესტო აქციები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები