მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
"დედაენისა" და "9 მარტის" ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.