18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში -ელიზაბედ რუდი

აშშ -ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი. 

"აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა,  ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად  და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველა ნიშანს,"-განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

დღის ამბები