18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
NATO პირდაპირ ემუქრება რუსეთს და ვიცით როგორ ვუპასუხოთ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონში NATO-ს ლიდერების მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. სერგეი ლავროვის თქმით, ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მუქარა რუსეთის მიმართ, NATO -ს სურს დომინირება მსოფლიოში და ცდილობს რუსეთს და ჩინეთს წონასწორობა დააკარგვინოს:

"ჩვენ გვესმის, რომ NATO-ს მსოფლიოში დომინირება სურს, მათ სურთ ჩამოიშორონ კონკურენტები, ამისათვის საინფორმაციო ომსაც იყენებენ, რათა ჩვენ და ჩინეთს წონასწორობა დაგვაკარგვინონ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. კარგად გვესმის რაც ხდება, ყველა იმ საფრთხეზე, რომელსაც NATO მსოფლიოში ამრავლებს, საკადრისი პასუხი გვაქვს, ისინი პირდაპირ ემუქრებიან რუსეთს და ვიცით ამას როგორ ვუპასუხოთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 29 ქვეყნის ერთობლივ რეზოლუციაში რუსეთი გლობალურ ტერორიზმთან ერთად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს დასახელდა, ამასთან რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ალიანსი მზადყოფნას აცხადებს წინ აღუდგეს საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

დღის ამბები