ოპოზიციის აქციებსა და "გერმანული მოდელის" მოთხოვნას ევროკავშირის ელჩი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კარლ ჰარცელი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
"ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით რა ნაბიჯებს გადადგამენ არ ვიცი, თუმცა წინა კვირას დიალოგის ფორმატში კარგი შესაძლებლობა მიეცა მხარეებს საკუთარი შეხედულებები წარმოედგინათ. ახლო მომავალი გვაჩვენებს თუ როგორ განვითარდება მოვლენები," - განაცხადა ჰარცელმა.