"ფართო საზოგადოება მუშაობს იმისთვის, რომ ამ სამწუხარო ფაქტზე გადაწყვეტილების მიღება დაჩქარდეს," - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
"ამ უკანონო დაკავების ფაქტზე ზეწოლა გრძელდება და პროცესში ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მონაწილეა ჩართული. ფართო საზოგადოება მუშაობს იმისთვის, რომ ამ სამწუხარო ფაქტზე გადაწყვეტილების მიღება დაჩქარდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ის საერთაშორისო ყურადღებას მოითხოვს," - განაცხადა ჰარცელმა.