18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთში ვიზიტის დროს რუსი პოლიტიკოსებისგან მიიღო პირობა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა.

ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთში ვიზიტები ხელისუფლების მხრიდან უნდა განხორციელდეს.

"განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისაგან, მსოფლიოს ყველა დედაქალაქში ხედავენ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მწვავე კრიზისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე ის, რომ რუსეთის უმაღლესმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად გააკეთეს განცხადება, როგორც საჯაროდ, ასევე პირადი შეხვედრების დროს, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ამ თემაში, იმიტომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და კარგი იქნება არამხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ ხელისუფლება თუ გაბედავს, რომ ჩავიდეს და ისაუბროს. თემები, როგორიც არის ავიაფრენების აღდგენის საკითხი, ნამდვილად გადაწყვეტილია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი აქტიურობა სჭირდება. ასევე პოზიტიურად არის გადაწყვეტილი ვიზების გაუქმების საკითხიც. უბრალოდ ამას სჭირდება ხელისუფლების ადეკვატური მოქმედებები," - აღნიშნა რუსეთიდან დაბრუნებულმა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები