18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"ოცნებას" მანდატების სამართლიანად გადანაწილება აშფოთებს - ოპოზიცია ეუთოსგან დადებით პასუხს ელოდება

ეგრედწოდებული გერმანული მოდელი ხვალ ეუთო/ოდირში იგზავნება. ომბუდსმენი ორგანიზაციას სთხოვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებები, დაჩქარებული წესით განიხილოს.

ოპოზიცია ეუთოსგან დადებით პასუხს ელოდება. მათი განმარტებით, მოთხოვნა სამართლიანია და დოკუმენტი კვალიფიციური იურისტების მიერ არის მომზადებული. 

"ივნისში ივანიშვილმა, რომ თქვა, პროპორციული სისტემაზე გადავიდეთო, ის წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა? ე.ი რაშია საქმე, კონსტიტუციურობის და იურიდიული პრობლემა კი არ არის, არსობრივი პრობლემაა. სამართლიანად მანდატების გადანაწილება აშფოთებს ოცნებას. იმიტომ,რომ დარწმუნებულია, ასეთ შემთხვევაში ერთპიროვნული ძალაუფლება აღარ ექნება,"- განაცხადა "კურიერთან" ინტერვიუში "შენების პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა. 

"ადექვტურია მოთხოვნა და ის ვარიანტი, რაც ოპოზიციური პარტიების მიერ არის შემუშავებული, სახალხო დამცველი იღებს ამ ფუნქციას, გააგზავნოს ეუთოს ინსტიტუტში, ოდირში, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარკვეული დასკვნა ჩამოვა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი წერეთელმა. 

"აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეუთოდან ჩამოვა დადებითი პასუხი, იმიტომ, რომ საკმაოდ კვალიფიციური იურისტები მუშაობდნენ ამ დოკუმენტის მომზადებაზე და ეს კანონპროექტი არ საჭიროებს კონსტიტუციის ცვლილებას, რადგან ივანიშვილმა აირჩია თამაშის წესი და ერთ ნაწილს მხარდაჭერა, მეორე ნაწილს კი უთხრა, რომ ხმა არ მიეცათ და ვითომ ჩააგდეს კანონპროექტი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე. 

დღის ამბები