18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რუსეთს ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება 4 წლით აეკრძალა

ანტიდოპინგის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა (WADA)  რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის, ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება. 

ამის შესახებ ანტიდოპინგის საერთაშორისო სააგენტო - WADA– ს პრესსამსახური აცხადებს.

«შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად იქნა დამტკიცებული,» - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთს მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლებაც ჩამოერთვა. იმ შემთხვევაში თუ რუსი სპორტსმენები დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას რუსული დროშისა და ჰიმნის გარეშე მიიღებენ. რუსულ ანტიდოპინგურ სააგენტოს სტატუსი 4 წლით შეუჩერდა.

რუსულ ანტიდოპინგურ სააგენტოს სტატუსი საფრთხის ქვეშ მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დადგა. ბაზა რუსეთს საერთაშორისო ექსპერეტებისთვის უნდა გადაეცა.

საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოში 2012-დან 2015 წლამდე პერიოდში რუსი სპორტსმენების დოპინგის სინჯების შესახებ ინფორმაცია ინახება. საერთაშორისო ორგანიზაციამ მონაცემთა ბაზა რუსეთისგან მოითხოვა, რათა ანტიდოპინგური სკანდალის გამოძიება ბოლომდე მიეყვანა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით მონაცემთა ბაზიდან გარკვეული ინფორმაცია გაქრა და მასზე მანიპულაციაც განხორციელდა. ორგანიზაციამ 150 რუსი სპორტსმენის შემოწმება ვერ მოახერხა.

WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დააწესა ოთხწლიანი შეზღუდვა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის (ROC) და რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის (RCC) მიერ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მონახულების შესახებ.

დღის ამბები