18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ასე თუ გაახარებდა ოპოზიციას ამ დასკვნის დაწერა, აქამდე დავწერდით - ანრი ოხანაშვილი

"ესე თუ გაახარებდა ოპოზიციას ამ დასკვნის დაწერა, აქამდე დაწერდა იურიდიული დეპარტამენტი. დეპარტამენტს აქვს წმინდა ტექნიკური ხასიათის ფუნქცია, რომელიც ამოწმებს განმარტებითი ბარათი არის თუ არა წარმოდგენილი, არის თუ არა კანონპროექტი წარმოდგენილი, თანხვედრაშია თუ არა კანონპროექტი განმარტებით ბარათთან და ტექნიკურად იძლევა ვიზირებას, რომ განხილვა დაიწყოს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

"საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ დასაშვებობაზე, რაც ხდება ყველა ანუ ნებისმიერი კანონპროექტის შემთხვევაში. ის განიხილავს ფორმალურ ტექსტს და ამის შემდეგ მსვლელობას აძლევს კანონპროექტის განხილვას, შემოაქვს ბიუროზე და ა.შ. ამის გაყიდვა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით თითქოს გააკეთა დასკვნა, წმინდა სპეკულაციაა,"-განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები