დეპუტატი მარიამ ჯაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს ეხმაურება.
ჯაში მიიჩნევს, რომ ფორმატი მრავალმხრივი უნდა გახდეს და თითოეული დაინტერესებული პირი მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
"დიალოგმა მიიღო ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი, ჩართულია ხელისუფლება და ოპოზიცია. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად მივმართავთ, ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ წარმოდგენილი აღნიშნულ მოლაპარაკებებში," - აღნიშნა ჯაშმა.