18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
გიგა ბოკერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არ იწონებს

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. "ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ აღნიშული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში კარგ გადაწყვეტილებად არ დარჩება. 

“სწორად უნდა გესმოდეს, სტრასბურგი ეროვნული სასამართლო კი არ არის, არის ე.წ. სუბსიდიარული. ანუ, ანიჭებს ყოველთვის ქვეყანას გარკვეულ მარჟას საკითხის ინტერპრეტაციისთვის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა კონვენციის მუხლების დარღვევას ის საკითხები, რომელიც მის წინაშე იქნა წარდგენილი. ეს ისტორიაში შევა, როგორც არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაუშვებლად სცნო ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5-ი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, ამ საკითხზე დღეს იმსჯელა.

 

დღის ამბები