18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
პრივილეგირებული პატიმრები ციხეში - ევროკავშირის ელჩი ომბუდსმენის ანგარიშს საყურადღებოდ მიიჩნევს

ციხეებში პრივილეგირებული პატიმრების არსებობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას, საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა.

კარლ ჰარცელის თქმით, საკითხი სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციურ სისტემაში წარმატებული რეფორმები გაგრძელდება:

"ყურადღებით მოვისმინე ის, რაც სახალხო დამცველმა მითხრა კრიმინალური მენტალიტეტის ფენომენზე. ეს არის ის, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, ქვეყანამ ბევრი პენიტენციური რეფორმა განახორციელა გასული წლების განმავლობაში. კარგი იქნება, თუ წარმატებული გზის მშენებლობას ისევ გააგრძელებთ,"- განაცხადა ჰარცელმა.

დღის ამბები