18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის ასეთი ღია და გამჭვირვალე წესი ძნელად თუ მოიძებნება - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა. როგორც მინისტრი ამბობს, პროცესის ღიაობას, დადებითის გარდა, უარყოფითი მხარეც ჰქონდა.

"უზენაესი სასამართლოს, ან უმაღლესი ინსტანციის მართლმსაჯულების ორგანოში მოსამართლეთა შერჩევის ასეთი ღია და გამჭვირვალე წესი, რბილად რომ ვთქვათ, ძნელად თუ მოიძებნება. ჩვენს პირობებში, ამ ღიაობამ და გამჭვირვალობამ მოიტანა არა მხოლოდ პოზიტივი, არამედ ნეგატივიც, როდესაც ეს დაემსგავსა გარკვეულწილად, სპექტაკლს. მაგრამ, ეს ის ნეგატივია,  რომელიც ალბათ, ღირდა -  მთავარია, საქართველომ აჩვენა რომ კანდიდატები ღიად სცემდნენ კითხვებზე პასუხს“ - აცხადებს თეა წულუკიანი. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებამდე ორი დღე რჩება. 

 

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი. 

დღის ამბები