18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ეს ორი "გრენლანდია", "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" უნდა გავიტანოთ პოლიტიკური ველიდან - ლევან გოგიჩაიშვილი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად შერჩეული კანდიდატების არჩევას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სამარცხვინო მოვლენას უწოდებს:

""ქართული ოცნება" გაფორმდა, როგორც ჩინჩალაძის პარტია. მათ გადმოიფორმეს ყველა ის ჯალათი, ვინც ყავდა სააკაშვილს, როგორც მანამდე საქალაქოში და სააპელაციოში გადაიფორმეს ბევრი ის ჯალათი, რომელთა საშუალებითაც სააკაშვილი სულს ხდიდა ამ ქვეყანას. "ქართული ოცნება" აღარ არის ის, რაც იყო. პირველი ოქტომბერი დაამთავრა დღეს ამ კენჭისყრით "ქართულმა ოცნებამ". არის ერთი უშინაარსო, მექრთამე, კორუფციული ძალაუფლებას ჩამოკიდებული ხელისუფლება და პარტია. დღეიდან, აწი, დათვალოს "ქართულმა ოცნებამ" ის ზიანი, რაც მას მიადგება, როგორც რეპუტაციული, ასევე ელექტორალური თვალსაზრისით. ივანიშვილმა რამდენიც უნდა იფიქროს და ტრიუკები ატაროს, ჩინჩალაძე დაგვასვა თავზე, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აწამებდა სააკაშვილი და ეს მოსამართლეები აპრავებდნენ. დღეს თქვენ დაასვით საქართველოს თავზე, გრცხვენოდეთ ამ გადაწყვეტილების, ვისაც ამაში მონაწილეობა გაქვთ მიღებული,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა აუცილებლად მოუწევს:

"ეს ორი "გრენლანდია", "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ნელნელა უნდა გავიტანოთ პოლიტიკური ველიდან, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ორ მახინჯ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ," - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები