18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
პროცესი დამაზიანებელია სასამართლოს იმიჯისათვის - გია ჟორჟოლიანის თქმით, მან მხოლოდ 3 კანდიდატს დაუჭირა მხარი

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მან მოსამართლეთა სიიდან, მხოლოდ სამ ადამიანს დაუჭირა მხარი და ეს ადამიანები, მისი თქმით, არიან ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უსამართლო გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ.

გია ჟორჟოლიანი იმ პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების შერჩევისა და შემდგომ, მათი არჩევის ირგვლივ განვითარდა, სასამართლოს იმიჯისთვის დამაზიანებელს უწოდებს:

"მთლიანად ეს პროცესი, საკმაოდ დამაზიანებელია ზოგადად, სასამართლოს საზოგადოებრივი იმიჯისათვის, მთლიანად ჩვენი სასამართლო სისტემისათვის. ვფიქრობ, რომ ჩემმა პოზიციამაც,  რაც კენჭისყრაში გამოიხატა, ეს დაადასტურა. მე მხარი დავუჭირე შალვა თადუმაძეს და კიდევ 2 კანდიდატს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მონაწილეები  იმ უსამართლო სასამართლოსი," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები